გაკვეთილის გეგმები

1.  საკვები რომელიც ჰგავს ორგანოებს     მე-8 კლასი







მთავარი თემა
საკვები რომელიც ჰგავს ორგანოებს”.
კლასი
VIIIკლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
24
საგანი
ბიოლოგია
მნიშვნელობა, აქტუალობა
მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ ცოდნა სწორი კვების მნიშვნელობის შესახებ. ამ ცოდნის საფუძველზე
შეძლებენ სასარგებლო პროდუქტების შერჩევას და ასევე მათი სარგებლობის დაკავშირებას ამა თუ იმ ორგანოსთან. შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ ასევე მონათესავე საგნებში,კერძოდ ქიმიაში
მიზნები და შედეგები
ბიო.VIII.9.მოსწავლეს შეუძლია გააანალიზოს რა არის სასარგებლო საკვები და დანერგოს  ჯანსაღი კვების წესი ცხოვრებაში.
სასწავლო მასალა და ტექნოლოგიური რესურსები
სასწავლო მასალა: VIIIკლასის სახელმძღვანელო,ტექნიკ.რესურსი: კომპიუტერი,პროექტორი,კალამი,
ფურცელი.
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლე ფასდება  კრიტერიუმების წინასწარ მომზადებული შეფასების რუბრიკის საშუალებით, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ დანართის სახით.
წინასწარი ცოდნა
იციან  ადამიანის ორგანოების  აგებულება და მათი სრულფასოვანი ფუნქციონირებისათვის საჭირო  საკვებ პროდუქტებში შემავალი სხვადასხვა ნივთიერების შესახებ.
მსვლელობა
კლასში შევდივარ, ვესალმები და ვაცნობ დაგეგმილი  გაკვეთილის  თემას:”საკვები რომელიც ჰგავს ორგანოებს”.
დაფაზე ვავსებთ ასოციაციურ რუკას.
მასწავლებლის ლექცია თემაზეარის თუ არა კავშირი სასარგებლო პროდუქტებსა და ორგანოებს შორის”.
სლაიდ შოუს ჩვენება.
მე ვსვამ კითხვებს, მოსწავლეები პასუხობენ და  ველოდები მოსწავლეების კითხვებს.
ვაძლევ დავალებას თუ რა დაამახსოვრდათ პრეზენტაციიდან და ლექციიდან, მოსწავლეები მუშაობენ.
ვაფასებ ნაშრომებს.
ვაძლევ საშინაო დავალებებს.
დიფერენცირებული  სწავლება
კლასში არ არის ასეთი მოსწავლე

No comments:

Post a Comment